Tuesday, April 8, 2014

XX საუკუნის I ნახევრის ქართული დაზგური მხატვრობა

პროექტის სახელწოდება
XX საუკუნის I ნახევრის ქართული დაზგური მხატვრობა
პროექტის მთავარი იდეა
ინფორმაციის მოპოვება XX საუკუნის I ნახევრის ქართველი მხატვრების შესახებ
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებს გავაცნოთ მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების შემოქმედება
პროექტია მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ ისტ-ის საშუალებით ინფორმაციისა და ილუსტრაციების მოპოვება, დამუშავება, პრეზენტაცია. ისწავლონ ფუნქციების განაწილება, გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი.
მონაწილეთა ასაკი
13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
16 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას,პრეზენტაციას. შეძლებენ გამოთქვან საკუთარი აზრი მხატვრული ნამუშევრების შესახებ, გაარჩევენ ქართველი მხატვრების შემოქმედებას მსოფლიო მხატვრობისაგან, განიხილავენ მათ საერთო კონტექსტში;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, წიგნები, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები,მხატვრების  ნახატების ილუსტრაციები, კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
კლასი დავყავი ჯგუფებად. ავირჩიე ლიდერი, თითოეულ ჯგიფს დავავალე მოიძიონ ინფორმაცია (ბიოგრაფია და ილუსტრაციები)თითო მხატვრის შესახებ:
I ჯგუფი; მოიპოვებს ინფორმაციას ლადო გუდიაშვილის შესახებ.
II ჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას დავით კაკაბაძის შესახებ.
III ჯგუფი : მოიპოვებს ინფორმაციას ელენე ახვლედიანისა  შესახებ.
IVჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას ქეთევან მაღალაშვილის შესახებ.
Vჯგუფი: მოიპოვებს ინფორმაციას შალვა ქიქოძის შესახებ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი-მაია ჟორჟოლიანი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
maikojorjoliani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი